ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ორი ჩინელი ჯარისკაცი დაატყვევეს

ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ორი ჩინელი ჯარისკაცი დაატყვევეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ორი ჩინელი ჯარისკაცი დააკავეს, რომლებიც რუსეთის არმიის რიგებში იბრძოდნენ.

„ჩვენმა სამხედროებმა ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევეს, რომლებიც რუსული არმიის რიგებში იბრძოდნენ. ეს უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში მოხდა. გვაქვს ამ ტყვეების დოკუმენტები, საბანკო ბარათები, პირადი მონაცემები“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

მისი თქმით, უკრაინას აქვს ინფორმაცია, რომ რუსული ჯარის შემადგენლობაში ჩინეთის ბევრი მოქალაქე ომობს. ჩინეთის დატყვევებული მოქალაქეები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში არიან გადაყვანილნი.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დავავალე დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პეკინს და გაარკვიოს, ჩინეთი მომხდარზე რეაგირებას როგორ აპირებს“, - დასძინა უკრაინის ლიდერმა.