სალომეზე, თვით აღიარებული პრეზიდენტზე ჰქონდათ აქცენტი მათ პატრონებს გაკეთებული და არ გაამართლა ამ მოდელმა, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რა დავალებასაც მიიღებს უცხოელი პატრონებისგან.
„ვის რა და ვისთან უნდა, კაციშვილმა არ იცის და რატომ - იმიტომ რომ არ არიან დამოუკიდებლები. რა დავალებასაც მიიღებენ თავიანთი პატრონებისგან, [ასრულებენ]. თუ ხვალ მოვა დაკვეთა, რომ ხაბე [ლევან ხაბეიშვილი] უნდა გახდეს ლიდერი, ხაბეს ქვეშ გაერთიანდება მთელი ეს ოპოზიცია. ახლა სალომეზე, თვით აღიარებული პრეზიდენტზე, მადამ მავნებელზე ჰქონდათ აქცენტი მათ პატრონებს გაკეთებული. არ გაამართლა ამ მოდელმა და ახლა რაღაც სიგიჟეებს იგონებენ“, - განაცხადა ზარქუამ.