მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს - ხარებას ზეიმობს.

სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე.

ყველა მოქმედ ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა სრულდება. ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად მიიჩნევა.

მძიმე მარხვაზე მყოფი მორწმუნეებისთვის დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.