შალვა პაპუაშვილი: იმის გამო, რომ უარი ვთქვით, წავსულიყავით ესკალაციაზე, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, ანუ დაგვენგრია ქვეყანა, ევროპაში ზოგიერთი გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი - ნაწყენი და ზოგიერთი - გაბრაზებული

შალვა პაპუაშვილი: იმის გამო, რომ უარი ვთქვით, წავსულიყავით ესკალაციაზე, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, ანუ დაგვენგრია ქვეყანა, ევროპაში ზოგიერთი გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი - ნაწყენი და ზოგიერთი - გაბრაზებული

იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, წავსულიყავით ესკალაციაზე, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, საზღვრები და ასე შემდეგ, ანუ დაგვენგრია ჩვენი ქვეყანა, ევროპაში ზოგიერთი გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი - ნაწყენი და ზოგიერთი - გაბრაზებული, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

უზბეკეთში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეაში მონაწილეობის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ბელგიურ დელეგაციას შეხვდა. პაპუაშვილის თქმით, ბელგიური მხარე დაინტერესდა, რატომ არის ახლა დაძაბულობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

„ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. მათ შორის, აინტერესებდათ, ჩვენი პერსპექტივა, რატომ არის, გარკვეული დაძაბულობა ამ მხრივ. ჩვენ ავუხსენით ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, გარკვეული მოლოდინები იყო, ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ჯგუფების, ქვეყნებისა თუ ხელისუფლებების მხრიდან საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში. იყო მოლოდინები, რომ საქართველო უნდა წასულიყო ესკალაციაზე და იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, წავსულიყავით ესკალაციაზე, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, საზღვრები და ასე შემდეგ, ანუ დაგვენგრია ჩვენი ქვეყანა, ევროპაში ზოგიერთი გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი - ნაწყენი და ზოგიერთი - გაბრაზებული.

ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს არჩევნებში. გვახსოვს ჩვენ ბალტიელი მინისტრები, რომლებიც მიტინგებზე იდგნენ წინასაარჩევნოდ. ჩვენ ეს წარსულში ნანახი გვაქვს. ჩვენი ომი 8 თვის დამთავრებული იყო, როდესაც აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები წითელ მოედანზე იდგნენ 9 მაისის აღლუმზე. მათ შორის - უკრაინელი ჯარისკაცები ჩვენი ომის შემდეგ. ასე, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს და ჩვენ ვერ ვენდობით სხვებს. ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს ხალხს, საკუთარი თავს და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეაში, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება.