ნიკოლოზ სამხარაძე: არ შეიძლება, რომ ამომრჩეველს დამკვირვებელმა პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვოს, ეს არცერთ ქვეყანაში, არცერთ განვითარებულ სახელმწიფოში არ ხდება

ნიკოლოზ სამხარაძე: არ შეიძლება, რომ ამომრჩეველს დამკვირვებელმა პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვოს, ეს არცერთ ქვეყანაში, არცერთ განვითარებულ სახელმწიფოში არ ხდება

არ შეიძლება, რომ ამომრჩეველს დამკვირვებელმა პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვოს, ეს არცერთ ქვეყანაში, არცერთ განვითარებულ სახელმწიფოში არ ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნაშიც ეწერა, რომ ზოგიერთ უბანზე იმდენი დამკვირვებელი იყო, ამომრჩეველს ხელი ეშლებოდა ხმის მიცემაში.

„როგორღაც ეს დასარეგულირებელია. არ შეიძლება, ამომრჩეველზე მეტი დამკვირვებელი იყოს უბანზე. ეს არის ორი ძირითადი საკითხი, რომელიც კანონით იყო დარეგულირებული, სამწუხაროდ, არ მოქმედებდა და ახლა ცესკო-მ გადაიტანა. ამიტომ უსაფუძვლოდ ხელოვნური აჟიოტაჟის ატეხვა ხდება, რაც ჩვენს ოპონენტებს სჩვევიათ: თუ რაიმე პრობლემას ხედავენ, შეუძლიათ, ცესკო-ში მივიდნენ და სხდომებს დაესწრონ“, – განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, ცესკო-ს დადგენილებით, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.