საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ Euromoney-ს ორი ჯილდო მოიპოვა

საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ Euromoney-ს ორი ჯილდო მოიპოვა

ზედიზედ მეორედ, Euromoney-ს გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა High-Net-Worth მომხმარებლებისთვის.
ამასთან, გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებას  საუკეთესო ციფრული გადაწყვეტებისთვის მეორე ჯილდოც გადასცა.

Euromoney-ს ჟიურის შეფასებით, საქართველოს ბანკის მიერ პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი ციფრული საბანკო პროდუქტები და სერვისები სრულად ერგება მათ სურვილებსა და საჭიროებებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მუდმივად იცვლება. 
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ისარგებლონ პირადი ბანკირის, კონსიერჟის, პირადი ბროკერის სერვისებით. მობილბანკის, ინტერნეტ ბანკინგის თუ იმეილ საბანკო სერვისების მეშვეობით განახორციელონ ტრანზაქციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, მართონ საკუთარი ფინანსური აქტივები, ქასთოდი პროფილები და ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი პირად ბანკირთან.

„მოხარული ვარ, რომ უკვე ორი წელია საქართველოს ბაზრის ერთპიროვნული ლიდერები ვართ პრემიალური საბანკო მომსახურების კუთხით High-Net-Worth მომხმარებლებისთვის. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს არა მხოლოდ ამ წოდების მიღება, არამედ შემდგომ მისი შენარჩუნება წლების მანძილზე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა ამ ამოცანასაც თავი გაართვა, რაც ხაზს უსვამს, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და მუდმივად ვამატებთ და ვაუმჯობესებთ ჩვენს მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებულ შეთავაზებას. Euromoney-ისგან, როგორც დამოუკიდებელი მხარისგან, მიღებული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ უპირატესია საქართველოს ბანკის მომსახურება ადგილობრივ ბაზარზე“, - აღნიშნავს თეონა ბერია, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.

უკვე 20 წელზე მეტია, Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ.

თითქმის 20 წელია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლებისთვის ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნაზე.