წნევის აპარატი, იგივე ტონომეტრი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო სამედიცინო მოწყობილობაა, რომელიც ყველა ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს.
წნევის აპარატის ქონა განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია აწუხებს.
● ამ მოწყობილობის სწორად შერჩევა, წნევის გაზომვისას მოგაწვდის ზუსტ და საიმედო შედეგებს
● დროულად გააკონტროლებ არტერიულ წნევას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ზომებსაც მიიღებ.
დღეს, ბაზარზე წნევის აპარატების რამდენიმე ტიპი არსებობს: მექანიკური, ნახევრად ავტომატური და ავტომატური, ასევე მაჯის წნევის საზომი მოწყობილობები:
● მექანიკური მოდელები, როგორიცაა ANEROID, გამოირჩევა მაღალი სიზუსტით და სამედიცინო დაწესებულებებში ხშირად გამოიყენება, თუმცა მათი გამოყენება სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.
● ნახევრად ავტომატური და ავტომატური წნევის აპარატი უფრო მოსახერხებელია სახლის პირობებში გამოსაყენებლად, რადგან გაზომვის პროცესი მარტივდება.
● ავტომატური მოდელები, მაგალითად, Rossmax და Accumed, აღჭურვილია თანამედროვე ფუნქციებით, როგორებიცაა მონაცემების შენახვა, არარეგულარული გულისცემის გამოვლენა და Bluetooth-ის საშუალებით სმარტფონთან დაკავშირება.
● რაც შეეხება მაჯის წნევის აპარატებს, მათი კომპაქტურობა და პორტაბელურობა უპირატესობაა, თუმცა, ისინი ხშირად არასტაბილურ შედეგებს აჩვენებს ხელის მოძრაობის გამო.
რა უნდა გაითვალისწინო წნევის აპარატის შერჩევისას
წნევის აპარატის შერჩევისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მანჟეტის ზომაა. არასწორი ზომის მანჟეტი შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც შენი წნევის მაჩვენებელი არაზუსტი იქნება.
სტანდარტული მანჟეტები 22-32 სმ ზომისაა და უმეტესობისთვის შესაფერისია, თუმცა, უფრო მსხვილი ხელისთვის საჭიროა 32-42 სმ ზომის ვარიანტი.
მაგალითად, Geomart-ის ტონომეტრები სხვადასხვა ზომის მანჟეტებით გამოირჩევა და ადაპტირებულია სხვადასხვა ასაკისა და ფიზიკური მონაცემების მქონე მომხმარებლისთვის.
გარდა ძირითადი ფუნქციებისა, თანამედროვე წნევის აპარატებში ხშირად გვხვდება
დამატებითი მახასიათებლები, რომლებიც გაზომვის პროცესს ამარტივებს:
● Rossmax-ის აპარატები აღჭურვილია არარეგულარული გულისცემის სენსორით, რაც გულის რიტმის დარღვევების აღმოჩენაში გეხმარება.
● ზოგიერთ მოდელს აქვს მონაცემების შენახვის ფუნქცია, რაც საშუალებას გაძლევს დააკვირდე არტერიული წნევის ცვლილებებს დროთა განმავლობაში.
● ასევე, მოწყობილობების ნაწილს გააჩნია ხმოვანი ფუნქცია, რაც მოხერხებულია მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
რა ღირს წნევის აპარატი
წნევის აპარატების ფასი დამოკიდებულია მის ტიპზე, ბრენდზე და დამატებით ფუნქციებზე. ბაზარზე არსებული მოდელების ფასები 50-დან 400 ლარამდე მერყეობს.
Accumed-ისა და Rossmax-ის ავტომატური ტონომეტრები უფრო ძვირიან, პროფესიონალურ კატეგორიაში შედის, ხოლო Geomart-ისა და ANEROID-ის მექანიკური მოდელები უფრო ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია.
წნევის აპარატის შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინო შენი საჭიროებები, მოხმარების სიხშირე და მოხერხებულობა.
თუ გჭირდება მაღალი სიზუსტე და პროფესიონალური მონაცემები, Rossmax ან Accumed საუკეთესო არჩევანი იქნება. ხოლო მარტივი და ბიუჯეტური მოდელებისთვის, როგორიცაა Geomart და ANEROID, შეგიძლია ყურადღება გაამახვილოთ კლასიკურ, მექანიკურ ვარიანტებზე.
კარგი წნევის აპარატი დაგეხმარება ჯანმრთელობის ეფექტურად მონიტორინგში და გაგიმარტივებს წნევის რეგულარულ კონტროლს.