რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შაოგუანს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შაოგუანს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შაოგუანის მერმა ჩენ ჯიჩინმა,  ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

 პირველ ეტაპზე,  ორ ქალაქს შორის,  დამეგობრების განზრახვის დოკუმენტი იყო  გაფრმებული.

 დამეგობრების  მემორანდომის დასკვნით დოკუმენტს,  კი  2025 წლის 27 მარტს ქალაქ შაოგუანში მოეწერა ხელი.

,,საინტერესო და ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ჩინეთის ქალაქ შაოგუანს და რუსთავს შორის,  დამეგობრების მემორანდუმი გავაფორმეთ.

ვიზიტის ფარგლებში,  გვქონდა შეხვედრები შაოგუანის მუნიციპალური ბიუროს და ჩინეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, სადაც ორ ქალაქს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე ვისაუბრეთ და  ეკოლოგიის,  ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სფეროში  არსებული გამოცდილება გავუზიარეთ ერთმანეთს.

რუსთავს და ჩინეთის ქალაქ შაოგუანს შორის,  პირველ ეტაპზე,  დამეგობრების განზრახვის დოკუმენტი  იყო გაფორმებული.
 დამეგობრების  დასკვნითი მემორანდუმი,   კი რომელიც ახლა გავაფორმეთ,  ჩვენს ქალაქებს შორის თანამშრომლობას,  კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის"- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავს და შაოგუანს შორის  დამეგობრების  მემორანდუმის  ხელმოწერის ცერემონიას, 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე დაესწრო. 

ორმხრივ შეხვედრებს, სადაც  რუსთავის და შაოგუანის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს,   რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  მიხეილ მუზაშვილი, ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ხელძღვანელი  ზურაბ ტაბაღუა, რუსთავის მერიის წარმომადგენლები,  ჩინეთის მმართველი პარტიისა და შაოგუანის მუნიციპალური ბიუროს წევრები  ესწრებოდნენ. 

მემორანდუმი,  ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, სხვადასხვა სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.