შალვა პაპუაშვილი: პარლამენტთან ერთი ადამიანი დააკავეს,  ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც სამი წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში და ჩართულიყო  ომში 

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტთან ერთი ადამიანი დააკავეს,  ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც სამი წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში და ჩართულიყო  ომში 

დღეს ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი ანწუხელიძის გვარით . ეს ადამიანი არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ლიდერი
, რომელიც სამი წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში და ჩართულიყო ამით ომში,’’-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ადამიანები არიან უცხოეთიდან დაფინანსებულები, რომლების სამი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდნენ მეომრების გაგზავნას უკრაინაში. 

მისი თქმით, ისინი, ვინც დღეს პარლამენტთან ასე უტიფრად იყენებდნენ გმირების სახელებს, ზუსტად ეს ადამიანები ქმნიდნენ ახალ ომს საქართველოში.

 ,,დღეს ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი ანწუხელიძის გვარით და ამაზე ააწყეს დიდი პანიკა. ეს ადამიანი არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი. ზუსტად ის თავად იყო აქციის ორგანიზატორი სამი წლის წინ ზუსტად იმავე ადგილას, საქართველოს პარლამენტთან, სადაც ის პირადად და მისი ორგანიზაცია „სირცხვილია“ უცხოური დაფინანსებით ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში საომრად, დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის და ჩართულიყო ამით ომში. ამიტომ, როდესაც ისინი საუბრობენ და ანწუხელიძის გვარს აცხადებენ. დიახ, ანწუხელიძე გმირია და ის უკვდავია. ისევე უკვდავია, როგორც ძმები რომელაშვილები, როგორც შინდისის 17 გმირი, როგორც 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი, 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე, რომლებიც მაშინ დაიღუპნენ. ასევე, უკვდავები არიან. და ზუსტად ეს ადამიანები, ვისაც დღეს პლაკატი ეჭირა ხელში პარლამენტის წინ, ის რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ან ჩვენ დაგვეჯერებინა მათთვის, იქნებოდა ომი. რა თქმა უნდა, ომში დაიბადებოდნენ ახალი გმირები, მაგრამ გამრავლდებოდნენ ძაძებით შემოსილი დედები, მეუღლეები, შვილები. ეს არის მათი ყალბი პათეტიკა, ყალბი პატრიოტიზმი. სინამდვილეში, ზუსტად ეს ადამიანები. დღეს პარლამენტთან ასე უტიფრად იყენებდნენ ჩვენი გმირების სახელებს, ზუსტად ეს ადამიანები სამი წლის წინ ქმნიდნენ ახალ ომს საქართველოში,’’- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.