„მეგობარი აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაში.
„როგორც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი და მაღალი რანგის წევრი, ჩვენ მოწოდებული ვართ, ერთად ვიმუშაოთ, რომ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, წინ წავწიოთ ეს და სხვა ქმედითი კანონპროექტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკელი სენატორები „მეგობარ აქტთან“ ერთად საუბრობენ ჩინური ფინანსური მოთამაშეების წინააღმდეგ მიღებულ FENTANYL Act-ზე.