ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ „მეგობარ აქტს“ გამოეხმაურა.
მახაშვილმა დოკუმენტს „ფარატინა ქაღალდი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მიღების მიზანია, რომ საქართველოში მილევად საპროტესტო მუხტს „საწვავი მიაშველონ“.
„აშშ-მა მტრული და აგრესიული პოლიტიკა უნდა განახორციელოს საქართველოსადმი. ეს არის რეალურად რა მოწოდებებიც აქვთ ამ ადამიანებს. ფარატინა ქაღალდი - რეალურად მათი მიზანი, რატომაც ახლა მიიღეს, არის ის, რომ 31 მარტის აქციისთვის გუნება გამოუკეთონ და რაღაც საწვავი მიაშველონ იმ მილევად პროტესტსა და დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც ქვეყანაში ჩვენ გვყავს“, - განაცხადა მახაშვილმა.