„მეგობარი აქტი“ და მსგავსი ტიპის გზავნილები არის იმისთვის, რომ [გარე ძალებმა] ხელი შეუწყონ [საქართველოში არსებულ] მილევად აქციებს, სადაც უკვე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გამოდიან“, - ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „დიფ სთეითი“ ხელს უშლის საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას.
„დიფ სთეითი“ ისევ ფლობს ბერკეტებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო პროცესს ხელი შეუშალოს, [მიუხედავად იმისა, რომ] ეს მსოფლიოს უდიდესი ნაწილის ინტერესია. ასევე, ის ხელს უშლის საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.