სოზარ სუბარი გოგა ხაინდრავას: თქვენი აზრით, რამ განაპირობა როი რივის მიმართ ასეთი წინააღმდეგობები  საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან

სოზარ სუბარი გოგა ხაინდრავას: თქვენი აზრით, რამ განაპირობა როი რივის მიმართ ასეთი წინააღმდეგობები  საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას გოგა ხაინდრავას, საქართველოში გაეროს მისიის ყოფილი ხელმძღვანელთან, როი რივთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

დეპუტატის თქმით, როი რივი გამოცდილი დიპლომატი და საერთაშორისო წრეებში პატივსაცემი ადამიანი იყო, თუმცა რატომღაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ მას აგენტად აცხადებდნენ. დეპუტატმა გოგა ხაინდრავას სთხოვა გაეხსენებინა თუ რა როლს ასრულებდა როი რივი  იმ პერიოდში მიმდინარე პროცესებში და რატომ ჰქონდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას წინააღმდეგობა მის მიმართ.

„როი რივი ახსენეთ და მონიშნული მქონდა ეს თემა. კარგად მახსოვს ეს ადამიანი, ძალიან გამოცდილი დიპლომატი იყო და ძალიან დიდ პატივს სცემდნენ საერთაშორისო წრეებში. მას ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრაქტიკულად აგენტად აცხადებდნენ. მე მახსოვს, 2006 წელს ვენაში გვქონდა შეხვედრა ბრიტანეთის წარმომადგენელთან გაეროში (მისიის ხელმძღვანელთან), რომელიც გამოთქვამდა დიდ წუხილს ამასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ეს ადამიანი ასე გაამწაროთო. თუ გახსოვთ უფრო მეტად, რა როლს ასრულებდა როი რივი ამ ვითარებაში და რატომ ჰქონდათ ასეთი წინააღმდეგობები მის მიმართ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.