Reuters: თურქეთში სტამბოლის მერის ადვოკატი დააკავეს

Reuters: თურქეთში სტამბოლის მერის ადვოკატი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ქალაქ სტამბოლის მერის, ეკრემ იმიაოღლუს ადვოკატი მეჰმეტ ფეჰლივანი დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ოპოზიციური პარტიის დეპუტატზე, თურან ტასკინ ოზმერმზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, ფეჰლივანი გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. დაკავების ფაქტს თავად იმამოღლუ გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ X-ში თავისი ადვოკატის გათავისუფლება მოითხოვა.

სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევს, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია ათასზე მეტი ადამიანი. მერის დაკავებას თურქეთის მსხვილ ქალაქებში მრავალათასიანი მიტინგები მოჰყვა.