ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელია, როდესაც არამეგობრულ, მტრულ, მიზანმიმართულ ქმედებას არქმევენ „მეგობარ აქტს,“ და ამას აკეთებენ იმ დროს, როდესაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სასიკეთო გადატვირთვის მოლოდინშია,- ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ "მეგობარი აქტის" მიღებას.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ტექნიკური თვალსაზრისით, ის ფაქტი, კანონპროექტი რომ საგარეო კომიტეტზე გავიდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ავტომატურად კანონად იქცეს, დიდი ალბათობით პროექტად ანუ კანონპროექტად დარჩება.
მისივე თქმით, რეალობა არის ის, რომ „დიფ სთეითი,“ ჯერ არ დამარცხებულა, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად ხელი შეუშალოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღებას, თან მის დაქვემდებარებაში მყოფ მონურ და რადიკალურ ძალებს პერიოდულად უგდებს სამაშველო რგოლებს საქართველოში.
„ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელია, როდესაც არამეგობრულ, მტრულ, მიზანმიმართულ ქმედებას არქმევენ „მეგობარ აქტს,“ და ამას აკეთებენ იმ დროს, როდესაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სასიკეთო გადატვირთვის მოლოდინშია. მოდით უფრო დეტალურად ავხსნათ ეს ყველაფერი: ტექნიკური თვალსაზრისით, ის ფაქტი, კანონპროექტი რომ საგარეო კომიტეტზე გავიდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ავტომატურად კანონად იქცეს, დიდი ალბათობით პროექტად ანუ კანონპროექტად დარჩება. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, თუ ქვეყანასთან ურთიერთობის გაჯანსაღება გინდა, ასეთ აქტებს არ უნდა იღებდე. რეალობა კი ის გახლავთ, რომ „დიფ სთეითი,“ ჯერ არ დამარცხებულა (მისი თუნდაც ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული დრო სჭირდება!), რომელიც ცდილობს მაქსიმალურად ხელი შეუშალოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღებას, თან მის დაქვემდებარებაში მყოფ მონურ და რადიკალურ ძალებს პერიოდულად უგდებს სამაშველო რგოლებს საქართველოში. ხელმოცარული, მაგრამ მავნებელი და ავის მოსურნე პოლიტიკური, არასამთავრობო თუ მედია სექტორი ამით ხარობს, ჰგონიათ მიზანს მიაღწევენ, თუმცა მათ კრახი გარდაუვალია, უბრალოდ დროის და გარემოების ამბავია,“- წერს ნიკოლეიშვილი.