თორნიკე ჭეიშვილი: როგორც ჩანს ო’ფლაჰერტს აქვს იმის ილუზია, რომ პირდაპირი მითითებები უნდა გასცეს საქართველოს ხელისუფლებისადმი თუ რომელი საკანონმდებლო აქტი უნდა მოქმედებდეს ან არ უნდა მოქმედებდეს საქართველოში

თორნიკე ჭეიშვილი: როგორც ჩანს ო’ფლაჰერტს აქვს იმის ილუზია, რომ პირდაპირი მითითებები უნდა გასცეს საქართველოს ხელისუფლებისადმი თუ რომელი საკანონმდებლო აქტი უნდა მოქმედებდეს ან არ უნდა მოქმედებდეს საქართველოში

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ახალ მემორანდუმს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.

როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს და არა კონკრეტული უცხოელი პირების სურვილებიდან გამომდინარე.

„როგორც ჩანს ო’ფლაჰერტს აქვს იმის ილუზია, რომ პირდაპირი მითითებები უნდა გასცეს საქართველოს ხელისუფლებისადმი თუ რომელი საკანონმდებლო აქტი უნდა მოქმედებდეს ან არ უნდა მოქმედებდეს საქართველოში. ეს არის გარკვეულწილად ის ძველი ტონალობა წარსულში მათ მიერ აპრობირებული. მათ ავიწყდებათ საქართველოს ხელისუფლების ძალიან მტკიცე პოზიცია. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნება, რომელიც მომდინარეობს საზოგადოებისგან იყოს გატარებული აბსოლუტურად ყველა სპექტრში“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონები. 26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი, აღნიშნავს, რომ „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი“ ქმნის ლგბტ ადამიანების მიმართ სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და მის პრაქტიკასთან. ევროკომისარი წერს, რომ კანონი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა სტიგმატიზაციას იწვევს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ეს კანონი.