„სანქციების მიზანი რა იყო, რა თქმა უნდა ეს არ იყო ის, რომ რუსეთის ეკონომიკას დაანგრევდა. აქ იყო ჩადებული ის, რომ ამ შემთხვევაში თუ კი საქართველო ამაზე წავიდოდა, მისი საკუთარი ეკონომიკა ჩამოიშლებოდა და სოციალური აფეთქების რეალური შანსი გაჩნდებოდა, რაც კარგი საშუალება იქნებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის, რომელიც ვერ მოახერხეს, ვერ შექმნეს „მაიდანიზაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, უკრაინამ საშუალება მისცა დასავლეთს და რუსეთს საკუთარი ურთიერთობების მის ტერიტორიაზე გაერკვია, რამაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა. გაცილებით მძიმე იქნებოდა შედეგი საქართველოს შემთხვევა, რომ ჩართულიყო ომში.
„გახსოვთ, რომ უკრაინასაც ნატო-ში გაწევრიანების დაპირებით, ახსოვს ალბათ საზოგადოებასაც, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მთავარ მიზეზად დაასახელა ის, რაც რეალურად მთავარი მიზეზი იყო, რომ ნატო-ში გაწევრიანება საფრთხედ აღიქვა რუსეთმა. ძირითადი მიზეზი, საბაბი იყო სწორედ ეს. შემდეგ სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა უკრაინას არ აქვს. უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა იქნებოდა დაცული და დღეს უკვე ღიად ახსენებენ უკრაინას, რომ მას მოუწევს ტერიტორიების დათმობა. და ფინანსური დახმარებები თურმე დღეს უკვე საკუთარი წიაღისეულით უნდა გადაიხადოს მან. გახსოვთ ალბათ თავბრუდამხვევი პიარი თავად ზელენსკის და დღეს ჩაცმულობაც კი დაუწუნეს. უკრაინამ იმით, რომ საკუთარი ტერიტორია ათხოვა დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთს შორის ურთიერთობის გასარკვევად, წააგო საკუთარი თავი. ეს არის სწორედ ის მაგალითი, რაც გაცილებით მძიმედ აისახებოდა საქართველოზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, საკმაოდ ბევრი ღია განცხადებები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა გაეგზავნა იარაღი უკრაინაში და მიერთებოდა სანქციებს, რასაც ოპოზიციაც ითხოვდა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ამას მოჰყვებოდა პირდაპირი სამხედრო დარტყმა საქართველოზე რუსეთის მხრიდან.