თორნიკე ჭეიშვილი „მედიახმის“ კვლევაზე: იქნება ეს კვლევა თუ ნებისმიერი პროცესი, რომლის მიღმაც იკითხება შესაბამისი საელჩოების ხელი, შესაბამისი ქვეყნების ფონდების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით განმარტებებს

თორნიკე ჭეიშვილი „მედიახმის“ კვლევაზე: იქნება ეს კვლევა თუ ნებისმიერი პროცესი, რომლის მიღმაც იკითხება შესაბამისი საელჩოების ხელი, შესაბამისი ქვეყნების ფონდების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით განმარტებებს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გერმანიის დაკვეთით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლის ორგანიზაციის - „მედიახმის“ მიერ მედიის შესახებ კვლევას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, საჭიროა დამატებითი განმარტებები.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება ეს კვლევა თუ ნებისმიერი პროცესი, რომლის მიღმაც იკითხება შესაბამისი საელჩოების ხელი, შესაბამისი ქვეყნების ფონდების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით განმარტებებს - თუ რატომ კეთდება აქცენტი კონკრეტულ შემთხვევაში სწორედაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მათთან აფილირებულ პირებზე, ექსტრემისტულ „ენჯეოებზე“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

გერმანიამ, მედიის შესახებ კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წარმომადგენელს დაუკვეთა. პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი მარიამ გერსამია მედია ხმას ხელმძღვანელობს და ორგანიზაციის დამფუძნებელია. გერსამია ირწმუნება, რომ მედიის შეფასებისას ობიექტურია. გერმანიის ელჩი კი ამბობს, რომ მარიამ გერსამიას პოლიტიკური წარსულის შესახებ ინფორმირებული არ არის. დიპლომატმა კვლევაზე პასუხისმგებლობა აიცილა, თუმცა გამოცემულ წიგნშიც და ღონისძიების ბანერზეც მითითებულია, რომ ამ კვლევის მხარდამჭერი გერმანულ ფონდთან ერთად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროა.