ვლადიმერ ბოჟაძე: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა

ვლადიმერ ბოჟაძე: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა

განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ

„ისინი [მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე] შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა. თქვენ იცით, რომ ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელზეც იმუშავებს კომისია და მოსალოდნელია, რომ მათ შორის ეს გვარები [ხაზარაძე-ჯაფარიძე] სხვა ბიზნესის წართმევასა და რეკეტის საქმეებშიც აღმოჩნდეს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება. გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.