ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, რადიკალური ჯგუფების მიერ გერმანიის მთავრობისთვის გადახდილ მადლობას, რომელიც სანქციებს უკავშირდება.
„სამწუხაროდ, ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ და მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის მიერ ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ ამ სანქციებს, როდესაც აწესებენ ამას უნდა ჰქონდეს თავისი შედეგი და ამავდროულად, უნდა იყოს დამაშინებელი ეფექტის მქონე. ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში“, - განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადეს. საუბარია გერმანიის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე, რომელთა მიხედვითაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. გერმანის საგარეო უწყებამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კომენტარებში იმედს გამოთქვამენ, რომ სანქცირებულთა სია გაიზრდება.