გოგა ხაინდრავა:

გოგა ხაინდრავა: "სტუმრების შეურაცხყოფას! აკერმანის იდეოლოგიით მოწამლული და ქვეყნის წარმატების სიძულვილით შეპყრობილი ოლე-ოლა ბოგანოები თუ იკადრებდნენ!"

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იქსის საკუთარი გვერდიდან ეხმიანება სომხეთის საფეხბურთო ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ სტადიონზე განვითარებულ მოვლენებს:

"ვაჟა-ფშაველას სამშობლოში! სადაც ყველა ოჯახში და სკოლაში "სტუმარ-მასპინძელი" ისწავლება! ტრიუმფალური გამარჯვებით გამოწვეული სახალხო ზეიმის დროს! სტუმრების შეურაცხჰყოფას!

აკერმანის იდეოლოგიით მოწამლული და ქვეყნის წარმატების სიძულვილით შეპყრობილი ოლე-ოლა ბოგანოები თუ იკადრებდნენ!" 

tamara ვაი, სირცხვილო! ალბათ ესეც აქციების პროგრამაში ჰქონდათ ჩაწერილი ამ ტვინგამორეცხილ მართლაც "ბოგანოებს".
2 კვირის უკან
დოი ეს იყო პროვოკაცია!
2 კვირის უკან