მეუფე შიო: მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის

მეუფე შიო: მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის

მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სიონში საზეიმო პარაკლისის დროს.

„მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის. ამისთვის გვმართებს ძვირფასო, დებო და ძმებო, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იღვწოდა და იბრძოდა ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენისთვის და პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, დიდ პატრიარქებს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ სიონში საზეიმო პარაკლისი აღავლინა. მრევლს კი ქადაგებით მიმართა. ღვთისმსახურებას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.