არ შეიძლება, შენ საქართველოს მეგობარი იყო და ამავდროულად უბიძგებდე ესკალაციისკენ რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ოკუპანტი ქვეყანაა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობდა დიდი ზეწოლა ქვეყნის არაკეთილმოსურნებიისგან, რათა საქართველო რუსეთთან ესკალაციაში შესულიყო.
„არა მხოლოდ დახურულ კარს მიღმა, მგონია, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ამ ინსტიტუტების წარმომადგენლები საჯარო სივრცეშიც ღიად საუბრობდნენ, რომ საქართველო უნდა შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან. აქედან გამომდინარე, კარგია, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი მჟღავნდება, რადგან ჩვენ მაშინ მართლა ძალიან დიდი ზეწოლა გვქონდა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისგან. არ შეიძლება, შენ საქართველოს მეგობარი იყო და ამავდროულად უბიძგებდე ესკალაციისკენ რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც არის ოკუპანტი ქვეყანა, ბირთვული სახელმწიფო და რომელთან ომსაც შეიძლება, შეეწიროს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. კარგია, რომ ამ სიმართლემ დღის სინათლე იხილა და ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რა ხდებოდა მაშინ, 2022 წლის გაზაფხულზე და ასევე შემდგომ პერიოდშიც“, – განაცხადა სამხარაძემ.