სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონზე: კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ იყო სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოებას სცოდნოდა ვინ, რას და რატომ აფინანსებდა ამ ქვეყანაში და ვინ რა დავალების შემსრულებელი იყო

სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონზე: კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ იყო სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოებას სცოდნოდა ვინ, რას და რატომ აფინანსებდა ამ ქვეყანაში და ვინ რა დავალების შემსრულებელი იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი  უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის აქტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, გამჭვირვალობის კანონი საკმარისი იყო იმისათვის, რომ საზოგადოებას სცოდნოდა თუ რაში იხარჯება უცხოური დაფინანსება საქართველოში. მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონით შესაძლებელი იქნებოდა იმ საფრთხეების თავიდან აცილება რომელიც ანტიქართულ დაფინანსებას თან ახლა და ამაზე საუბრობს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციაც.

„FARA არის სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი. მე მიმაჩნია,  რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ იყო სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოებას სცოდნოდა ვინ, რას და რატომ აფინანსებდა ამ ქვეყანაში და ვინ რა დავალების შემსრულებელი იყო. გამჭვირვალობა, ამ შემთხვევაში, იქნებოდა ყველაზე კარგი იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ის საფრთხეები, რომლებიც ხშირად აბსოლუტურად ანტიქართულ დაფინანსებას ახლდა თან. ეს რომ ანტიქართული და ანტიეროვნული იყო, ამას ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და პირადად ტრამპი,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.