თუ შენი სურვილია, რომ სახლში მყუდროებაც შექმნა და ინტერიერის ესთეტიკაზეც განსაკუთრებულად იზრუნო, ტორშერის ყიდვაზე უნდა დაფიქრდე.
დღეს ტორშერი თანამედროვე ინტერიერში მხოლოდ განათების წყარო აღარ არის – ის მნიშვნელოვან ესთეტიკურ ელემენტად გადაიქცა.
სწორად შერჩეული ტორშერი არა მხოლოდ კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის სივრცეში, არამედ სახლის დიზაინსაც დახვეწილობასა და სიმყუდროვეს სძენს. იქნება ეს კლასიკური, მინიმალისტური თუ მოდერნისტული სტილი, ტორშერი ნებისმიერ სივრცეს მეტ ელეგანტურობას მატებს.
ამ სტატიიდან გაიგებ როგორ იპოვო საუკეთესო ფასდაკლებები, რა უპირატესობა აქვს ტორშერის ონლაინ მაღაზიაში ყიდვას და რატომ უნდა მოერიდო მეორადი ტორშერების შეძენას.
აღმოაჩინე ტორშერები ფასდაკლებებით ექსტრაზე
თუ ეძებ ტორშერს საუკეთესო ფასად, ფასდაკლებით შეძენა ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილებაა. ამისთვის კი საუკეთესო გზაა ონლაინ შოპინგი, სადაც მარტივად შეგიძლია ერთმანეთს შეადარო სხვადასხვა ბრენდები და მოდელები და იპოვო შენთვის იდეალური ვარიანტი.
საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიაში - ექსტრაზე საუკეთესო ფასდაკლებები და ტორშერების ფართო არჩევანია წარმოდგენილი.
ზოგადად, ექსტრას ვებგვერდზე, ძალიან ხშირად შეხვდები განსაკუთრებულ ფასდაკლებებს, რადგან ექსტრა თავის მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს აქციებს. აქედან გამომდინარე, მაღალი ხარისხის ტორშერების დაბალ ფასად ყიდვა თუ გსურს, ამ ვებგვერდს უნდა ეწვიო.
რატომ უნდა იყიდო ტორშერები ონლაინ გარდა
იმისა, რომ ექსტრაზე განსაკუთრებული ფასდაკლებებით შეძლებ ყიდვას, ონლაინ შოპინგს არაერთი სხვა უპირატესობაც გააჩნია:
● ისარგებლებ ადგილზე უფასო მიწოდებით, მთელი საქართველოს მასშტაბით
● ტორშერს გადახდის შენთვის სასურველი გადახდის მეთოდით შეიძენ
● თუ, შედარებით, ძვირადღირებულ მოდელზე შეაჩერებ არჩევანს და ერთიანად თანხის გადახდას ვერ მოახერხებ, ექსტრაზე განვადება ან სხვადასხვა ბანკების ნაწილ-ნაწილ გადახდის შეთავაზებაც გეგულება. შეგიძლია იყიდო მაღალი ხარისხის ტორშერი და თანხა გადაიხადო ეტაპობრივად.
რატომ არ ღირს მეორადი ტორშერის ყიდვა
● მეორადი ტორშერები შესაძლოა ფასით უფრო ხელმისაწვდომი ჩანდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო რისკებიც.
● მეორადმა პროდუქციამ, შესაძლოა, მალევე დაკარგოს ფუნქციონალურობა. ამასთანავე, შეიძლება ჰქონდეს დაზიანებები, რაც საფრთხის შემცველია.
● როგორც წესი, მეორადი ტორშერები, ხშირად, არ ექვემდებარება დაბრუნებას ან შეკეთებას.
არ ღირს მეორად მოწყობილობებზე ფიქრი, როცა ექსტრას ფასდაკლებები გეგულება. ამიტომ, ეწვიე ვებგვერდს და შეარჩიე საუკეთესო ტორშერი შენი საცხოვრებელი სივრცისთვის.
ტორშერის შეძენისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინო როგორც მათი ფასები, ისე პროდუქტის ხარისხი. თუ გსურს დაზოგო თანხა, თვალი მიადევნე ექსტრას ფასდაკლებებს და ისარგებლე საუკეთესო შეთავაზებებით.