სომხეთი - საქართველოს მატჩის პირველი ტაიმი 0:2, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

სომხეთი - საქართველოს მატჩის პირველი ტაიმი 0:2, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

ერევანში ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეტოქეს 2:0 ამარცხებს. მატჩის 33-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ სომხეთის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

37-ე წუთზე საქართველოს ეროვნული გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გიორგი მიქაუტაძემ გახადა. აღსანიშნავია, რომ მან გოლი გიორგი მამარდაშვილის პასით გაიტანა.