ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან

ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან

რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა,  ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის ელჩმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ უთხრა ქართველ ამომრჩეველს, რომ თუ გაიმარჯვებდა „ქართული ოცნება" და ხელისუფლებაში არ დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა", ევროინტეგრაცია იქნებოდა შეჩერებული.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა და ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა პირდაპირ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ასეთი რამ უთხრა ამომრჩეველს, რომ თუ არ იაქტიურებდნენ და გაიმარჯვებდა „ქართული ოცნება" და ხელისუფლებაში არ დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა", ჩვენი ევროინტეგრაცია იყო შეჩერებული. მან თქვა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული ევროინტეგრაცია. მან აქვე დაამატა, რომ უნდა იაქტიუროთ არჩევნების დღეს იმისათვის, რომ შეცვალოთ ეს მოცემულობა. ანუ, პირდაპირ უთხრა ამომრჩეველს, რომ თუ „ქართული ოცნება" დარჩებოდა ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში, დარჩებოდა შეჩერებულ მდგომარეობაში ევროინტეგრაციის პროცესი და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა აღდგენილიყო ეს შეჩერებული პროცესი, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.