ტერფის დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში” 

ტერფის დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში” 

ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს, რაც ხშირად სხვადასხვა პათოლოგიის საფუძველი ხდება. ტერფის პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს ტერფის დიაგნოსტიკა, ამიტომ, ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის, მისი ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ტერფის  გავრცელებული პრობლემებია:

●     ბრტყელტერფიანობა;

●     პროფესიული და სპორტული ტერფი;

●      დიაბეტური ტერფი;

●      ტერფმრუდობა და სხვ.

მათ შორის ყველაზე ხშირია ბრტყელტერფიანობა. ეს დაავადება მიეკუთვნება ტერფის ისეთ დეფორმაციას, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტერფის თაღის სიმაღლის შემცირება, ან კიდევ ტერფის გაბრტყელება. ასევე, ხდება თითებისა და ტერფის წინა ნაწილის გარეთ გადახრა. ამიტომ გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ბრტყელტერფიანობის შემოწმება დაავადების პირველ ეტაპზე ჩატარდეს. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა ხდება კომპიუტერული დიაგნოსტიკით, რომელიც ზეწოლის უბნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა. კვლევის შედეგად ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:

●    ტერფის ფორმა;

●    თაღის სიმაღლე;

●    ტერფის ღერძი;

●    ყრდნობის უბნები;

●    ნაბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის" კლინიკაში ტერფის დიაგნოსტიკა ხდება იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს.

ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება  ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ იძლევა სრულ ინფორმაციას.  სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ კი კლინიკაში ინდივიდუალური ღაბაშების დამზადებაც არის შესაძლებელი. ტერფის კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლიდან. კვლევის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21 კილოგრამს. ტერფის დიაგნოსტიკაზე დეტალური ინფორმაციისთვის და პროცედურაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ: 032 2 18 25 38