რატომ არის საჭირო საორსულე ქამარი? 

რატომ არის საჭირო საორსულე ქამარი? 

საორსულე ქამრების გამოყენების მთავარი მიზანი მშობიარობამდე მყოფი ქალბატონების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქტის სხვადასხვა ტიპი არსებობს და სწორად უნდა შევარჩიოთ ისინი. ეს პროდუქცია დამზადებულია ბამბის ელასტიური ჰაერგამტარი ქსოვილისგან და მასში არსებული ფორების წყალობით ოფლის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი. საორსულე ბანდაჟს აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომლებიც ფიქსაციას აძლიერებს. თუ ორსულობის დროს დაჭიმულობას გრძნობთ და ზურგის არეში ტკივილს განიცდით, მაშინ 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ორსულობის სამაგრი  უნდა ატაროთ, რომელსაც ზურგ-დამჭერიც აქვს და ხერხემალში ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს. განვიხილოთ, რა ტიპის საორსულე ქამრებს გთავაზობთ ახალი ხედვა:

●    საორსულე ბანდაჟი - ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგ-დამჭერითა და მის გარეშე.

●    ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) - ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) მთელი ორსულობის განმავლობაში ამცირებს დატვირთვას ზურგის არეში. ბანდაჟის კერვის უმაღლესი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წელის მიდამოში ტკივილის შემცირებას. მისი გამოყენება კომფორტულია არა მარტო გადაადგილების, არამედ ჯდომის დროსაც.

●    ორსულობის შემდგომი ბანდაჟი ­- ორსულობის შემდგომი ბანდაჟის გამოყენება რეკომენდებულია როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ, ასევე საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდში. ორსულობის შემდგომი ბანდაჟი უზრუნველყოფს ფორმების სწრაფად აღდგენას.

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორსულობის პროდუქტებს სთავაზობს. მაღაზიებში წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - Anita-ს, მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ორთოპედიული ბანდაჟები ორსულებისთვის. მათი შეძენა შესაძლებელია, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში. სასურველი ნივთის შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (akhalikhedva.ge) დარეგისტრირების და შეკვეთის გაფორმების შემდეგ, შერჩეულ პროდუქტს ადგილზე უმოკლეს ვადაში მიიღებთ.