დიდუბის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
რონდელის ქუჩის N1-სა და ჭოხონელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 1700 კვ.მ ფართობზე იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 000 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო.