სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურა ახლდება

სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურა ახლდება

დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასთან ერთად, არსებულ სივრცეებში დაზიანებული ინვენტარის განახლებასა და ჩანაცვლებასაც აქტიურად ახორციელებს. 
ამ დროისთვის სამუშაოები 25 მისამართზე ჩატარდა. 

ახლით ჩანაცვლდა დაზიანებული საპარკე ინვენტარი, სკამები, ურნები, ასევე განახლდა საბავშვო მოედნები და ბილიკები. 

სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 047 ლარი გამოიყო.