დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპზე, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 22-ე კორპუსის მიმდებარედ, მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა საჩრდილობელი, საპარკე ინვენტარი, განათების სისტემა, საბავშვო სივრცე.
სამუშაოების განხორციელებისთვის 250 000 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო.