ე.წ “კარაჩაროვის“ ტიპის ლიფტების ჩანაცვლება გრძელდება

 ე.წ “კარაჩაროვის“ ტიპის ლიფტების ჩანაცვლება გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა ე.წ “კარაჩაროვის“ ტიპის ლიფტების ჩანაცვლებას აქტიურად განაგრძობს. 

ამ ეტაპზე, დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-5ა კორპუსის ორ სადარბაზოში ამორტიზებული ლიფტები ახალი, თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა.

სამუშაოების ღირებულებამ 110 000 ლარი შეადგინა. 

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.