დიდუბის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპორტული ღონისძიებების ჩატარებას აქტიურად განაგრძობს. თბილისის მერიის ა(ა)იპ ფეხბურთის სპორტულ ცენტრ „იმედში“ მინი ფეხბურთის ტურნირი „დიდუბე 2025“ გაიმართა.
ღონისძიება ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდუბის რაიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული ათი გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილის მოპოვება გუნდმა „ცაცები “ მოახერხა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გუნდები „ლაინი" და „ მიმინო“ გავიდნენ. ფინალურ მატჩში, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშე - დუტა ქარდავა, მეკარე- გიგი ლომაია და ბომბარდირი - საბა ფარსაღიშვილი. გამარჯვებულ გუნდებსა და ფეხბურთელებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ თასები, სიგელები, მედლები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცა.