ამომრჩევლის განწყობა მუდმივად ცვალებადია, – ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, როგორ აისახება ოპოზიციის ამომრჩეველზე ის ფაქტორი, თუ ოპოზიცია ვერ მოახერხებს და ვერ აიძულებს ხელისუფლებას, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები.
„იმიტომ, რომ ჩვენ უფრო ვკოორდინირდეთ, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგაც გაკეთდა განცხადება, რომ ასეთი კოორდინაცია მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ძალა, ფრონტი, როგორც სწორად ეწოდა, რადგან ეს არის ფრონტი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკურ კრიზისს აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური კრიზისი.
„როდესაც „ქართული ოცნება“ იჩემებს და ამბობს, რომ არჩევნებს არ ჩაატარებენ, ვიღებთ ვითარებას, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ თუ სახელმწიფოში არ არის დემოკრატიის პრინციპები დაცული და არ არის დაცული, რაც დადასტურდა ნებისმიერ კვლევაში და ეუთო-ს დასკვნაში დადასტურდა, არჩევნები რომ არ ჩატარდა სამართლიანად და რეზოლუციებში, 50 პოლიტპატიმარი რომ ჰყავს ქვეყანას, სამართლიანი გასამართლება რომ არ ხდება პროტესტის მონაწილეების, ის ცემა, რაც ვნახეთ ჩვენ, დაზიანებული ადამიანები, 500-მდე ნაცემი პროტესტის მონაწილე გვყავს და ამ პირობებში, როდესაც მედიას ებრძვიან, არასამთავრობო სექტორს ებრძვიან, ეს სახელმწიფო ვეღარ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო და თუ დემოკრატიული სახელმწიფო არ იქნება, იქნება უკიდურეს შემთხვევაში ბელარუსი, ან უარეს შემთხვევაში რუსეთი, თუმცა ამ შემთხვევაში, ორივე ერთი და იგივეა დღევანდელი მოცემულობით. ასეთ სახელმწიფოსთან დასავლური სახელმწიფოები, ევროკავშირი და მათ შორის, ამერიკაც, არ თანამშრომლობს. ანუ, ჩვენ რაღაც ეტაპზე მოგვიწევს, ამ პოლიტიკურ კრიზისს აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური კრიზისი, ვინაიდან ვნახეთ, რომ გრანტებიც აღარ შემოდის ქვეყანაში, ინვესტიციები აღარ შემოდის და სამომავლოდ არ ვიცით, როგორ დალაგდება გეოპოლიტიკური მდგომარეობა“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა მივიდეს ოპოზიცია ახალ არჩევნებამდე და რა ტიპის გეგმა აქვთ მაშინ, როდესაც ქუჩაში მდგომი ხალხის ნაწილი კატეგორიულად ემიჯნება ოპოზიციას იმ თვალსაზრისით, რომ მათ პოლიტიკოსების ხილვა არ სურთ პოლიტიკურ სცენაზე, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს არის თვითნაბადი პროცესი, მაგრამ აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმაც აიღონ პასუხისმგებლობა და პროცესების მართვა აიღონ ხელში, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა აღებულია.
„როგორც თქვენ გაქვთ ეს კითხვა, ისე საზოგადოებას აქვს და ისე აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, როგორ მივდივართ ახალ არჩევნებზე. ახალ არჩევნებზე მისვლისთვის იმ დიქტატორულ სისტემაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 12 წლის განმავლობაში დაამყარა, მარტივი არ არის გამოძრომა ამ სისტემიდან. როგორ მივდივართ და მივდივართ ზეწოლით. ზეწოლა არის ის, რაც ქუჩაში ხდება. მე თქვენმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ ის აქციები, რაც ტარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, არის დიდი ზეწოლა. ანუ, წარმოუდგენელი ამბავი ყოფილა, ემოციურად არ არის მარტივი, ყოველდღიურად იღებდე აქ აქციებს და ყოველდღიურად ხედავდე, შენი სამსახურის წინ როგორ მართავს ვიღაც აქციას და ითხოვს სიტყვის თავისუფლებას. იგივე არის, ზეწოლა ამ მიმართულებით მუშაობს და მუშაობს „ქარულ ოცნებაზეც“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
გიორგი ბუტიკაშვილმა ასევე თქვა, რომ ეს აქციები რომ არ ყოფილიყო, ის ახლა სტუდიაში არ იჯდებოდა, რადგან კონკრეტულ ადამიანებზე არსებობდა „შავი სიები“, რაზეც გადაცემის წამყვანმა უპასუხა, რომ ეს გულწრფელად სასაცილოა, შეუძლია, პრესსამსახურებს ჰკითხოს და თუ ისინი არ უშვებენ პირდაპირ ეთერში და კონკრეტულ გადაცემაში, ეს მისი პრობლემა არ არის.
ბებიათქვენისამ!