ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ვურჩევ მალე გამოვიდნენ პარალელური სამყაროდან, დაბრუნდნენ რეალობაში, მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ვინაიდან წააგებენ ისევ გამანადგურებელი ანგარიშით, როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები

მე მათ ვურჩევ მალე გამოვიდნენ პარალელური სამყაროდან, დაბრუნდნენ რეალობაში, მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ვინაიდან წააგებენ ისევ გამანადგურებელი ანგარიშით, როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ისინი გრძნობენ, რომ მათ აქვთ ნულოვანი შანსი გამარჯვების.

„გამარჯვების კი არა, პატარა წარმატების მიღწევისაც. შესაბამისად, ცდილობენ ეს ყველაფერი გადააბრალონ იმას, რომ თითქოს საპარლამენტო არჩევნები არ იყო ჩატარებული მაღალ დონეზე და აქედან გამომდინარე, რა აზრი აქვს თვითმმართველობის არჩევნებს.

დღემდე ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერაფერზე დადო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება მონაწილეობას არ იღებს. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია".