საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ რადიკალების ქმედებები შეაფასა, რომლებიც უცხო ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირებას ცდილობენ.
„ამ ძალებს აღარ დარჩათ სხვა არანაირი რესურსი, გარდა იმისა, რომ ირბინონ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კორიდორებში, გამოიჭირონ სხვადასხვა დეპუტატი და სთხოვონ მას, როგორმე საქართველოზე ცუდი თქვას. ესაა მათი ამოცანა. ვნახეთ, ახლაც წასულები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნებში და იქიდან მოდის რაღაც გაურკვეველი სანქციები“, - განაცხადა სალიამ.