კითხვაზე, სჯერა თუ არა ვლადიმირ პუტინის, როდესაც ის ამბობს, რომ მას მშვიდობა სურს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა - „დიახ, მე მჯერა მისი“.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ რუსეთთან, მაგრამ ამჟამად ისინი უმოწყალოდ ბომბავენ უკრაინას. გულწრფელად რომ ვთქვა, უკრაინასთან ურთიერთობა უფრო რთულად მეჩვენება და მათ არ აქვთ ძლიერი პოზიცია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„რაც შეეხება საბოლოო შეთანხმების მიღწევას, შეიძლება უფრო მარტივი იყოს რუსეთთან ურთიერთობა, რაც გასაკვირია, რადგან მათ ძლიერი პოზიცია აქვთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.