სოზარ სუბარი: ლაშა ტალახაძე არის გმირი, თითოეული ქართველისთვის ხელისგულზე სატარებელი კაცი - სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც მის დასანქცირებას ითხოვენ

სოზარ სუბარი: ლაშა ტალახაძე არის გმირი, თითოეული ქართველისთვის ხელისგულზე სატარებელი კაცი - სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც მის დასანქცირებას ითხოვენ

რცხვენოდეთ ესტონელებს და განსაკუთრებით სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც ლაშა ტალახაძის დასანქცირებას ითხოვენ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ლაშა ტალახაძე არის გმირი, ხელისგულზე სატარებელი თითოეული ქართველისთვის და მე პირადად ამაყი ვარ, რომ ლაშა ტალახაძეს ვიცნობ არა დღეს, როდესაც ის პოლიტიკაშია, არამედ ვიცნობ მრავალი წელია და შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ მას ჩემს მეგობრად მივიჩნევ. ასეთ კაცზე, ის განცხადებები, რაც დღეს ოპოზიციის მხრიდან ვისმინე, ისევ მათთვის არის სამარცხვინო“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

როგორც ირკვევა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიისპირეთში სანქცირებულ პირთა სიაში იმის გამო მოხვდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მიუთითა - ის „აგრესიულობით გამოირჩევა“.