ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოსა და სერბეთის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უკმაყოფილოა ამ ქვეყნებით, სანქციებს უწესებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა მთავრობებმა რაღაც ბრწყინვალე გააკეთეს - გადაწყვიტეს დაეცვათ თავიანთი ქვეყნის ინტერესები.
„ევროპარლამენტში ახლახან დასრულდა თებერვლის პლენარული სესია, სადაც ევროპარლამენტი, მოსამართლის როლში გამოდის - ზოგს კარგ ქულებს აძლევს, ზოგს ცუდს, ზოგს კი აფრთხილებს. მოკლედ, მინდა ყურადღება გავამახვილო სერბეთისა და საქართველოს საკითხებზე. ევროპარლამენტი უკმაყოფილოა ამ ქვეყნებით და სანქციებს უწესებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა მთავრობებმა რაღაც ბრწყინვალე გააკეთეს. მათ გადაწყვიტეს დაეცვათ თავიანთი ქვეყნის ინტერესები. ნება მომეცით, აგიხსნათ რამდენიმე სიტყვით, რატომ ვაძლევთ ხმას რეზოლუციას და ვუწესებთ პერსონალურ სანქციებს ან ვემუქრებით ქართველებს იმიტომ, რომ საქართველო უარს ამბობს ახალი არჩევნების ჩატარებაზე. ევროპარლამენტი ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ მოხდა გარე ჩარევა, მაგრამ სადამკვირვებლო მისიის ფინალური ანგარიშში წერია, რომ იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მათ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. საქართველოსგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციები დაწესებას, რა თქვა ამ დროს საქართველომ - იმათ იკითხეს ბოდიში იცით თუ არა ჩვენი გეოლოპოლიტიკური მდგომარეობა? დაგავიწყდათ რა მოხდა 2008 წელს ? როდესაც საქართველო ოკუპანტის წინაშე მარტო დარჩა", - განაცხადა მარიანიმ.