მამუკა მდინარაძე USAID-ზე: დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?!

მამუკა მდინარაძე USAID-ზე: დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში საქართველოში USAID-ის სცენართან დაკავშირებით „ქრონიკის“ სიუჟეტს აზიარებს და სვამს კითხვას, „დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?!“

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, „ნაცაგენტურაზე და USAID-ის გრანტებზე მომჯდარ ხალხს არ გულისხმობს, არამედ, საუბარი იმ ხალხზე აქვს, „თვითორგანიზების” და „გულწრფელი პროტესტის” რომ სჯერათ ამ წუთამდე“.

„დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! (როგორც ამას სიუჟეტში გახმოვანებული ამბების დამმალავი ნაცმედია იკითხავდა).

ან ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?

ნაცაგენტურაზე და USAID-ის გრანტებზე მომჯდარ ხალხს არც ვგულისხმობ, ისინი მიზანმიმართულად, ტრენინგებზე ნასწავლი სლოგანებით და სქემით მიყვებიან თავიანთ აგენტურულ გეგმებს. საუბარი იმ ხალხზე მაქვს, „თვითორგანიზების” და „გულწრფელი პროტესტის” რომ სჯერათ ამ წუთამდე…“, - წერს მამუკა მდინარაძე.