ე.წ. კაბელების საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, დავით ჯუღელი და დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.
„დღესაც მიმაჩნია და ვთვლი, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკურად დევნილი და პოლიტპატიმარი“, - აღნიშნა დავით ჯუღელმა.
„კაბელების საქმის“ ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც 10 წლის წინ თითქოს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელსაც ახსენებს, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირია.
ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური მედიის შეუცვლელი რესპონდენტი გახდა. ის საქმეზე მუშაობიდან 10 წლის შემდეგ ამბობს, რომ მას შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ, ასევე სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ.