ჯეი დი ვენსი: ვშიშობ, მთელს ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის

ჯეი დი ვენსი: ვშიშობ, მთელს ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ევროპას სიტყვის თავისუფლებას უწუნებს და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაში ამხელს. კრიტიკული განცხადება ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტის თქმით, სიტყვის თავისუფლება ევროპის მასშტაბით, უკუსვლას განიცდის.

„ვშიშობ, მთელს ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის. ცივი ომი წარმოადგენდა დაპირისპირებას დემოკრატიის დამცველებსა და ამ კონტინენტზე უფრო მეტად ტირანულ ძალებს შორის, რომლებიც ცენზურას უწესებდნენ დისიდენტებს, ხურავდნენ ეკლესიებს, აუქმებდნენ არჩევნებს. არ შეიძლება აიძულო ადამიანები და უკარნახო რა იფიქრონ, რა იგრძნონ, ან რისი სჯეროდეთ. სამწუხაროდ, როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ ზოგჯერ არც ისე ცხადია რა დაემართა ცივი ომის ზოგიერთ გამარჯვებულს. მე ვუყურებ ბრიუსელს, სადაც ევროკომისრები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ ისინი აპირებენ სოციალური მედიის დახურვას სამოქალაქო არეულობის დროს იმ მომენტში, როდესაც შენიშნავენ ვციტირებ: „სიძულვილის შემცველ კონტენტს“. ამ ქვეყანას სადაც პოლიციას შეუძლია რეიდები ჩაატაროს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ანტიფემინისტური კომენტარების გამოქვეყნებაში ვციტირებ: „ინტერნეტში მიზოგენიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში“, - განაცხადა ვენსმა.