ოქუაშვილი „მთავარ არხს“ აჩერებს, - ინფორმაციას თავად „მთავარი არხი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ეთერში გადაცემა არ გადის, არხის სიგნალი მხოლოდ „მთავრი არხის“ განცხადებას გადმოსცემს.
არხის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო „შენი დილა" ვერ გადის ეთერში“.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ სახსრები ეთერის აღსადგენად“,- წერია „მთავარი არხის“ სატელევიზიო ეთერზე.
„მთავარ არხზე“ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არხის თანადამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გასული წლის 12 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობდა: „გვარამიასა და გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად“.
ოქუაშვილმა 20 დეკემბერს კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აცხადებდა, რომ „ გვარამიამ და გაბუნიამ, საკუთარი დანაშაულების გადასაფარად ქვეყნისთვის მწვავე პერიოდი აირჩიეს".