ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა - ცოტა ხნის წინ ამბობდა ეროვნულ ბანკს საცავი არ უვარგაო. ახლა აღმოჩნდა რომ ყველაზე დაცული საცავი აქვს - ზურაბ ქადაგიძე გოცირიძეს პასუხობს

ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა - ცოტა ხნის წინ ამბობდა ეროვნულ ბანკს საცავი არ უვარგაო. ახლა აღმოჩნდა რომ ყველაზე დაცული საცავი აქვს - ზურაბ ქადაგიძე გოცირიძეს პასუხობს

ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა ვერ გადაუწყვეტია სებ-ს საცავი არ უვარგა თუ  ყველაზე დაცული საცავი აქვს - ზურაბ ქადაგიძე გოცირიძის დეზინფორმაციას პასუხობს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

,,რომან გოცირიძე, ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა:
• ჯერ ამბობდა სებ-ს საცავი არ უვარგაო - ახლა აღმოჩნდა რომ ყველაზე დაცული საცავი აქვს...
• სებ-მა რეზერვები გაყიდა - არ უნდა გაეყიდაო...
• სებ-მა რეზერვები იყიდა - რატომ იყიდაო...
• ლარის კურსი მყარდება - არ უნდა გამყარდეს ეს სებ-ის მანიპულაციააო...
• ლარი უფასურდება - არ უნდა გაუფასურდეს ეს სებ-ის ბრალიაო... 
• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა - არ უნდა შეემცირებინაო...
• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა - უნდა გაეზარდაო...
კიდევ კარგი, საბედნიეროდ,  სებ-ი და სრულიად ერი  რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით? 

ისევ, საკუთარი თავი გამოიძახო ჯობია  შაბათ-კვირას  სამსახურში  და ზე-განაკვეთურები გამოიწერო, დღემდე ლეგენდები რომ დადის ეროვნულ ბანკში    

 P.S.
კიდევ ის მოჰყევი,  ნიკო ნიკოლაძის უკვე დაბეჭდილი კუპიურა, როგორ გადაგახია თავზე სააკაშვილმა.

მოკლედ, 200-იან ბანკნოტზე ნიკოლაძე დააბეჭდვინა გოცირიძემ. (ნიკოლაძის შთამომავლობით ზურაბიშვილი ყელყელაობდა მაშინ) ჰო და - იმ პერიოდს დაემთხვა,  სალომე ზურაბიშვილი რომ გადადგა მინისტრობიდან და ამაზე გამწარებულმა სააკაშვილმა გული რომან გოცირიძეზე იყარა - დაიბარა თავისთან და ახალი დაბეჭდილი 200 ლარიანი კუპიურა სულ "პიქსელპიქსელ" გადააყლაპა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.