ერთი წუთი წარმოიდგინეთ, ეს უსამშობლო, რომ იყოს ხელისუფლებაში, რა ფასად დაახურდავებდა საქართველოს?! - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, აშშ-მა უნდა განახორციელოს ზემოქმედება „ქართული ოცნების“ პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში.
მისივე თქმით, როგორც ყველაფრისგან სალამური არ ითლება, ისე არ გამოდის ამ ხანდაზმული თაღლითისგან პოლიტიკოსი.
"ერთი წუთი წარმოიდგინეთ, ეს უსამშობლო, რომ იყოს ხელისუფლებაში, რა ფასად დაახურდავებდა საქართველოს?!
ამერიკას მოუწოდებს, შენი ინტერესებიო, შენიო, განა საქართველოსიო?!
თუმცა, ეს ნაძირალაც ხომ იმ ჯაშუშთა "პლეადის" ღირსეული წარმომადგენელია, ჯერ სააკაშვილის პირად "ბანკირად" რომ მუშაობდა და ახლა ნაციონალური მოძრაობის ლეღვის ფოთლად იქცა?
იშვიათი ექსპონატია, ჯერ "პრო-რუსი" ხელისუფლება გვყავდა და ახლა, "პრო-ჩინურად გამოაცხადა.
მდაა, როგორც ყველაფრისგან სალამური არ ითლება, ისე არ გამოდის ამ ხანდაზმული თაღლითისგან პოლიტიკოსი.
აი, იმათ ტვინში ჩამახედა, ამას ხმა რომ მისცა და ეგონა, ქართულ საქმეს მოემსახურებოდა!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.
საქართველოს მთავრობა, 33 წლიანი ვაკუუმის შემდეგ, პროქართულ პოლიტიკას ატარებს. ირანთან ნორმალური ურთიერთობის ქონა, პროირანულობა კი არა ქვეყნის ინტერესებშია. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა სწორედაც რომ საქართველოს ეკონომიკურინტერესს ემსახურება.
რუსეთის ფაქტორის გამო, არავინ და ვერავინ ააშენებს ანაკლიის პორტს, ჩინეთის გარდა. ხოლო ჩინეთის ტვირთების გარეშე ეს სატრანსპორტო მაგისტრალი მართლა ცარიელ დერეფნად დაგვრჩება.
ეს ყველაფერი, განა მათ არ იციან? მაგრამ სწორედ ამ ურთიერთობების ჩამოშლაა ქვეყნის გაპარტახების და აყირავების წინაპირობა, რაც მათი ხელისუფლებაში მოსვლის ერთად ერთი გზაა.
ამიტომაც არის, რომ ქვეყანას ხან რუსეთთან საომარ პოლიგონად სთავაზობენ და ხან ირანთან და ჩინეთთან დაპირისპირების მოედნად.