თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის საელჩოებს ესტუმრებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებისა და ელჩებისგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია იქნება ის, რომ USAID-ი არა მხოლოდ არ თანამშრომლობს, არამედ ძირს უთხრის იმ სამუშაოს, რომელსაც ჩვენ მასპინძელ ქვეყანაში ვასრულებთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
„თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის საელჩოებს ესტუმრებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებისა და ელჩებისგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია იქნება ის, რომ USAID-ი არა მხოლოდ არ თანამშრომლობს, არამედ ძირს უთხრის იმ სამუშაოს, რომელსაც ჩვენ მასპინძელ ქვეყანაში ვასრულებთ, მხარს უჭერენ პროგრამებს, რომლებიც აღაშფოთებენ მასპინძელი ქვეყნის მთავრობას, ვისთანაც ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ უფრო ფართო მასშტაბით და ა.შ.“ - აღნიშნა მარკო რუბიომ.
„ასე რომ, ისინი აბსოლუტურად არ რეაგირებენ. ისინი უბრალოდ არ მიიჩნევენ, რომ მუშაობენ აშშ-სთვის, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ გლობალური ორგანიზაცია არიან და რომ მათი პატრონი არის მსოფლიო და არა შეერთებული შტატები. და ეს არ არის ის, რასაც დებულება ამბობს და ეს არ არის მდგრადი“, - დასძინა მან.