ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოსვლას ვერ ახერხებს, რადგან ავალებენ, რომ ეს ქმედება იყოს საბოტაჟის იარაღი, ამის საშუალებას არ მივცემთ და მხარს დავუჭერთ მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტას- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე.
„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ არ შეიძლება მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია პირველი: იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და მეორე: ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუკი ეს პრეცედენტი კვლავ დავუშვით, როგორც ეს წინა შემთხვევაში გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ ( „ნაცი“ საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს ყველამ იცის) იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის გარე დავალების შესაბამისად გამოიყენებენ შანტაჟის იარაღად ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას.
ინფორმაციულადაც ასეა და ვიცით, რომ ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა და წარმოიდგინეთ როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ თათან და გადაწყვეტილებებში, რომ ამას ვერ ახერხებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.