USAID-მა თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა

USAID-მა თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) განაცხადა, რომ თავის თანამშრომლებს მთელ მსოფლიოში ადმინისტრაციულ შვებულებაში უშვებს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ USAID-ის ყველა მისიამ დახურვის ბრძანება მიიღო, ხოლო პერსონალს აშშ-ში დააბრუნებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავებისთანავე 90 დღით სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა გაყინა. მისი ეს განკარგულება USAID-საც შეეხო. მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მკაცრად გააკრიტიკა ორგანიზაცია და ის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.