ირაკლი კობახიძე: ლორდი დონ ტუიგი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას წარმოადგენს და მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია

ირაკლი კობახიძე: ლორდი დონ ტუიგი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას წარმოადგენს და მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი, ალბათ ცნობილი ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ლორდთა პალატის წევრის, ლორდი დონ ტუიგის განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეეხებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  პრემიერს კითხვა ჟურნალისტებმა ერევანში დაუსვეს.

„რა არის ეს, თუ არა საბჭოური მიდგომა, როცა კაცი, ლორდთა პალატის წევრი, საუბრობს გაკულაკებაზე და ასეთ თემებზე, ეს არის სირცხვილი ევროპისთვის, თან ეს კაცი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ალბათ ცნობილი ბრიტანელი, ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, როცა ასეთ რამეს ისმენენ ლორდთა პალატის წევრისგან,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს PACE-ში გამოსვლასთან დაკავშირებით.

„გონჩარენკო პირდაპირ ითხოვდა ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას, ყველაფერი ნათქვამია ამით,"- განაცხადა პრემიერმა.